logo_geo
eng_logo
დადგინდა, რომ COVID-19-ის დამარცხების შემდეგ, ადამიანები ინფექციას მაინც ავრცელებენ
- +

16 იანვარი. 2021. 01:54

 

ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას მიმართავს, რომ მათ, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანეს, იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ შესაძლოა ვირუსის მატარებლები მაინც იყვნენ. ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და ექიმის რეკომენდაციები და წესები გაითვალისწინონ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანებს გარკვეული იმუნიტეტი ხუთი თვის განმავლობაში გამოუმუშავდებათ, თუმცა ისინი შესაძლოა, ვირუსის მატარებელნი მაინც იყვნენ და ინფექციას ავრცელებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ბრიტანეთის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ დასკვნამდე ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მივიდნენ. მათ მიერ ჩატარებული ათობით ათასი ტესტის საფუძველზე დადგინდა, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ანტისხუელები გამომუშავდება, რაც 83%-ით იცავს ადამიანს რეინფიცირებისგან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner