logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

16 იანვარი. 2021. 02:13

 

 

14-15 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 491 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 127-ს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 236 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ოთხი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში კი, გარდაიცვალა ორი პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 151 პაციენტი.

 

ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 8 130-ია. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 378 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner