logo_geo
eng_logo
სერხიო დანიელ ბატისტა: მზად ვარ, ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები ჩამოვაყალიბო მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივ და ანგარიშგასაწევ ძალად
- +

16 იანვარი. 2021. 16:31

 

კარლოს ბილარდოს უმაღლესი  სკოლა გავლილი, არგენტინის ეროვნული ნაკრების  1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი  და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი,  ბ-ნი სერხიო დანიელ ბატისტა, რომელიც „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის  მიერ წარდგენილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურად, გაეცნო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში  საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდებს, რომელზეც გვატყობინებს შემდეგს:

 

„საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელ ჯგუფშიც მოხვდა, ამ ჯგუფიდან,   N1 ძლიერ მეტოქედ მესახება ესპანეთის ნაკრები. ხოლო, დანარჩენი ნაკრებები ერთი დონის გუნდებად. საქართველოს ნაკრები, რა თქმა უნდა,  რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ ფეხბურთში არაფერი არ არის შეუძლებელი!

 

ჩემის მხრივ, მზად ვარ,  ჩამოვიდე საქართველოში და  ეროვნული ნაკრები ჩამოვაყალიბო მაღალი დონის  შემტევ, სანახაობრივ და  ანგარიშგასაწევ ძალად.

 

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი გაზეთ „ლელოსა“ და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ხელმძღვანელობას, საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის  ჩემს კანდიდატურაზე ამომწურავი  ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. ასევე მზად ვარ, საქართველოს ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობით წარვსდგე  ფართო საზოგადოებრიობისა და  ქართველი გულშემატკივრის წინაშე და ვამცნო ზემოაღნიშნულის შესახებ“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner