logo_geo
eng_logo
კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
- +

16 იანვარი. 2021. 22:59

 

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, 63 წლის ქალი საგარეჯოდან იყო და ის ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა.

 

დღეს, რეგიონში ვირუსით ინფიცირების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 100 87-მდე გაიზარდა. სპეციალისტებმა 70 ახალი კონტაქტი უკვე მოიძიეს, ყველა მათგანი ახლა თვითიზოლაციაშია.

 

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 100-ს შეადგენს, სულ კი ვირუსი 8 081-მა პაციენტმა დაამარცხა, ხოლო 91 გარდაიცვალა.

 

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181926/kakhetshi-kidev-erti-kovidinpitsirebuli-gardaitsvala

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner