logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

17 იანვარი. 2021. 01:05

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 506 ადამიანს, მათგან 108-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

​მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 152 ადამიანი გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 240 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელდა 8 190 პაციენტი. პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 10 486 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

 

 

https://1tv.ge/news/okupirebul-afkhazetshi-koronavirusis-108-akhali-shemtkhveva-gamovlinda/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner