„მსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა.
„როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასობრივად მოხდეს. პირველ რიგში რისკ-ჯგუფები აიცრებიან.
ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა მარინა ენდე