logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძე: მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია ვაქცინაციის გარეშე არ დამარცხებულა
- +

17 იანვარი. 2021. 20:03

 

„მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი –ვაქცინაციაა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა.

 

„როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან.

 

ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner