COVAX პლატფორმა საქართველოდან ხვალ მიიღებს დასტურს, რომ წლის პირველ კვარტალში ვაქცინის მისაღებად ქვეყანა მზად არის.
სპეციალური საბჭო მთავრობის წევრების, ექსპერტების, პროფესიული და საფინანსო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეთანხმდა, რომ ქვეყნის გასახსნელად, ჩვეული ეკონომიკური რეჟიმის აღსადგენად, მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. სასურველია წლის ბოლომდე, რასაც შესაძლოა 164 მილიონამდე ლარი დასჭირდეს.
ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფები ამ თანმიმდევრობით განისაზღვრა:
არ აიცრებიან ბავშვები. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება. მსოფლიოში უკვე 32 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.