logo_geo
eng_logo
ბექა ფერაძე: მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულების პირველ ტესტირებას სახელმწიფო დაასუბსიდირებს, ეს იქნება ობიექტების გახსნის წინაპირობა
- +

18 იანვარი. 2021. 14:06

 

 

„მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულების პირველი ტესტირება სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ეს ობიექტების გახსნის წინაპირობაა“, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობით მოხდება მონიტორინგი, პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტა ამა თუ იმ დაწესებულებაში.

 

„დაანონსებულია, რომ პირველი თებერვლიდან ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირება განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ელექტრონული შესაბამისი პლატფორმა, სადაც ბიზნესი მოახდენს რეგისტრაციას. მოხდება ტესტირება და ტესტირების შემდგომი პროცესი უკვე პირველი თებერვლიდან საქმიანობის განახლება იქნება. ეტაპობრივად, იგივე მექანიზმებით განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება ეკონომიკის გახსნის მიმართულებით. ტესტირება არის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციას, რათა დავიცვათ თითოეული დასაქმებული და მოქალაქე, რომელიც ასეთ ობიექტებზე ახდენს ვიზიტს.

 

ტესტირება იანვრის თვეში განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო უკვე თებერვლის თვიდან სხვადასხვა მექანიზმზე ვიმსჯელებთ. აქ აუცილებლად უნდა შემოვიდეს უკვე კერძო სექტორის მექანიზმებიც, რომ მათ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ, რათა ერთის მხრივ, დაიცვან თითოეული დასაქმებული, მართონ ინფექცია და ტესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ რა დოზით და როგორ განხორციელდება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა პირველი ტესტირება იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება გახსნის წინაპირობა. პლატფორმის საშუალებით მოხდება მონიტორინგი, პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტა ამა თუ იმ დაწესებულებაში. ამის საფუძველზე მათ მიმართ იქნება კვოტირება განსაზღვრული და მუდმივი მონიტორინგის მექანიზმებით ჩვენ განვახორციელებთ კონტროლს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner