logo_geo
eng_logo
თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს ეწვევა
- +

18 იანვარი. 2021. 21:12

 

 

თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს 25 იანვარს ეწვევა. ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პრაქტიკული დატვირთვა ექნება ვიზიტს.

 

„გვექნება ორმხრივი შეხვედრები და ნატოს სტრუქტურებში, მათ შორის ოპერაციების სტრუქტურებში თანამშრომლობის ძირითად საკითხებს განვიხილავთ.

 

ეს იქნება საქართველოს გენშტაბის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის პირველი ამგვარი ვიზიტი.

 

შეხვედრები შედგება ბრიუსელის გარდა ქალაქ მონსშიც, სადაც მას შეხვედრა ექნება კოლეგებთან სამხედრო სარდლობაში. ძალიან კარგია, რომ ამ პერიოდს ვიყენებთ. იქნება ვიზიტი და არა ვირტუალური ჩართვა.

 

პერსონალურ შეხვედრებს ყოველთვის დიდი დატვირთვა აქვს. მე იმედი მაქვს, რომ წელს ჩვენ თანამშრომლობასაც და ნატოსთან თავსებადობასაც გავაძლიერებთ“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner