logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

19 იანვარი. 2021. 12:36

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 498 ადამიანს ჩაუტარდა.

 

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 100 პაციენტია მოთავსებული. 27 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 34 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

 

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 36 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 15, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 26 პაციენტი, საველე სამხედრო ჰოსპიტალში კი - 60.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 608 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 152 პაციენტი, 8 224 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner