logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა
- +

19 იანვარი. 2021. 13:11

 

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა. ის დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

 

„იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა. 2018 წლიდან დღემდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

 

აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

 

2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner