logo_geo
eng_logo
გომი-საჩხერე, ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
- +

19 იანვარი. 2021. 13:21

 

 

გომი-საჩხერე, ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner