logo_geo
eng_logo
კორონავირუსზე აცრამდე მოქალაქეებს სპეციალური კითხვარის შევსება მოუწევთ
- +

19 იანვარი. 2021. 14:55

 

„იმუნიზაციამდე მოქალაქეები სპეციალურ კითხვარს შეავსებენ“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

„ჩვენ შეიძლება ვინერვიულოთ ის ეფექტურია თუ არა, რამდენი ხანი დაგვიცავს. საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს. სანამ ჩვენამდე მოაღწევს, 200 მილიონი და კიდევ მეტი იქნება ვაქცინირებული, ამიტომ თუ რაიმე გვერდითი მოვლენები გამოვლინდება სერიოზული, პირველ რიგში, ის ქვეყნები შეაჩერებენ პროცესს.

 

ჯერ მსგავსი არ მომხდარა. ამიტომ, რა საკვირველია, ჩვენს ქვეყანაშიც იქნება სპეციალური კითხვარი, რომელიც ადამიანმა, სანამ მას ვაქცინა გაუკეთდება უნდა შეავსოს, მოახსენოს ექიმს და არ დაუმალოს არაფერი ალერგიასთან, ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ექიმმა „კურიერთან“ საუბრისას.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner