logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანის შეხვედრა ესპანეთის მეფესთან
- +

19 იანვარი. 2021. 18:35

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის მეფის მიერ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაში, რა დროსაც ხანმოკლე შეხვედრა გამართა ფილიპე მეექვსესთან. 

 

ესპანეთის მეფე დაინტერესდა რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარებით, მინისტრმა მას მიაწოდა ინფორმაცია არსებულ გეოპოლიტიკურ სურათსა და უსაფრთხოების გარემოზე. აღნიშნა არსებულ სიტუაციაში საქართველოს ევროპული მისწრაფების განსაკუთრებული მნიშვნელობა და ესპანეთის მეფეს გააცნო ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს აღნიშნულ გზაზე, ასევე საქართველოს ამბიციური გეგემები გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

 

დავით ზალკალიანმა ფილიპე მეექვსეს მადლობა გადაუხადა ესპანეთის მხრიდან საქართველოს უპირობო და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

მიღებას ასევე ესწრებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და აღნიშნულ პოსტზე განმეორებით წარდგენილი საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner