ლანჩხუთში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.