logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ურნები ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგიით აღჭურვილი არ არის
- +

19 იანვარი. 2021. 20:44

 

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ იგეგმება ნარჩენების სეპარირების გამართული სისტემის შექმნა, რომელიც ნარჩენების ხარისხიანად გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს.

 

მაია ბითაძის განცხადებით, სისტემა ისე აეწყობა, რომ მოქალაქეებს გაუჩნდებათ სურვილი, ნარჩენები დაახარისხონ და სპეციალურ ურნებში მოათავსონ. მისი თქმით, საპილოტე პროექტი უკვე დაიწყო თბილისში, კერძოდ ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟდა ურნები, რომლის ტექნოლოგიურად აღჭურვის შემთხვევში, შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, რამდენად სწორად დაახარისხეს მოქალაქეებმა ნარჩენები.

 

„თუ განხორციელდა ამ ურნების პროგრამული უზრუნველყოფა და მოსახლეობას ბარათები დაურიგდა, ისინი ბარათის მეშვეობით შეძლებენ ურნის გახსნას და ნარჩენების გადაყრას. ეს იქნება გარკვეულწილად საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დადგინდება, თუ რამდენად სწორად დაახარისხეს და მოათავსეს ურნებში ნარჩენები. შესაძლებელი იქნება იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ დაარღვია ტექნოლოგიურად განსაზღვრული პროცესი“, - განაცხადა ბითაძემ.

 

მისი თქმით, ამ ურნებთან, საერთო ნარჩენებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერებიც განთავსება, სადაც არ მოხდება ნარჩენების სეპარირება. კერძოდ ცალკე არ დახარისხდება საჭმლის ნარჩენები, შუშა, რკინა და პლასტმასი.

 

მაია ბითაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებული ურნებისთვის ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგია ჯერ შეძენილი არაა.

 

 „ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ურნების სიღრმე ჩვეულებრივზე 4-ჯერ მეტია და შესაბამისად მეტი ნარჩენის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ურნები აღჭურვილია სპეციალური სისტემით. კერძოდ, როცა ურნა ნარჩენით აივსება, ცენტრს ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ ხდება ნარჩენის გატანა. ეს საკმაოდ ეფექტურია, რადგან იზოგება საწვავი და ნარჩენების შემგროვებელი მანქანა ადგილზე, მხოლოდ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადის“, - აღნიშნა ბითაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner