logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობენ
- +

20 იანვარი. 2021. 02:52

 

 

20 იანვარს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისა და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იპმლემენტაციის შესახებ რეზოლუციებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

 

რეზოლუციებში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობენ, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, რომ ისინი კვლავ იმყოფებიან მოლდოვის ტერიტორიაზე და რომ რუსეთი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას აგრძელებს.

 

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ სამეზობლოში დეზინფორმაციული კამპანიების უპრეცედენტო მასშტაბის გამო, განაგრძობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის, ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისა და მოლდოვაში რუსეთის მიერ კონფლიქტის გაყინვის დაგმობას.

 

ევროპარლამენტის რეზოლუციებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტნიორების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში კონფლიქტის ზონების გავრცელებისა და რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოების კუთვნილი ტერიტორიების დე ფაქტო ოკუპაციის გამო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner