logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 212 თბილისში გამოვლინდა
- +

20 იანვარი. 2021. 11:17

 

 

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-ერთი“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

 

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც, 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 712, აჭარაში - 258, იმერეთში - 710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში - 52, იმერეთში - 179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 218 - აჭარაში, 32 - იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

 

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 466 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 978 პირი, აჭარაში - 1 626, იმერეთში - 2 459“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner