logo_geo
eng_logo
რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა
- +

20 იანვარი. 2021. 11:19

 

 

რუსთავში 12 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი  თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

კლინიკა „რუსთავში“ აცხადებენ, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ხერხემლის დაზიანება აღენიშნება.

 

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/638101-rustavshi-12-clis-mozardi-sacxovrebeli-saxlis-aivnidan-gadavarda

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner