logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს სადისტური მმართველობა ჰყავდა
- +

20 იანვარი. 2021. 20:36

 

“გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ამასთანავე ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს, ისტორიის გარკვეულ პერიოდში, სადისტური მმართველობა ჰყავდა,, - ასე გამოეხმაურა კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის დამნაშავედ ცნობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი.

 

„ეს კონკრეტული საკითხი დასასრულს დიდი ხანი ელოდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც კობა დავითაშვილი შემთხვევით გადარჩა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ პრაქტიკულად მოკლული იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner