logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს
- +

21 იანვარი. 2021. 01:30

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას, ხოლო კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტობას ულოცავს.

 

„ვულოცავ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ინაუგურაციას. ამერიკისთვის ისტორიული დღეა. მოუთმენლად ველით მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner