logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: უახლოეს დღეებში სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის მცირე სიმძლავრის გადამცემების მიღებას ველოდებით
- +

21 იანვარი. 2021. 13:32

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილია პრეზენტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

 

მისივე თქმით, მცირე სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური ის კომპონენტია, რაც სასწრაფო დახმარების ექიმებს ესაჭიროებათ. ტიკარაძის ინფორმაციით, გადამცემის მიღებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

 

„ჩვენ მოკლე ხანში გავაკეთებთ პრეზენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები გვაქვს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების რეფორმასთან დაკავშირებით. რაციები არის სწორედ ის კომპონენტი, რაც სასწრაფო დახმარების ექიმებს ესაჭიროებათ. უახლოეს დღეებში ველოდებით რაციების მიღებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner