logo_geo
eng_logo
მინუს 80 გრადუსზე შესანახი ვაქცინით აცრა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში ჩატარდება
- +

21 იანვარი. 2021. 14:03

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ ვაქცინით, რომელიც -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს, ვაქცინაცია საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.

 

„ტექნოლოგიურად ცივი ჯაჭვი არის აბსოლუტურად კარგად გამართული იმისთვის, რომ ვაქცინაცია დაიწყოს სწრაფად და პროცესი არ შეფერხდეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი, ერთი ის, რომ -80-იან ვაქცინას სჭირდება მეტად კომპლექსური ცივი ჯაჭვი და მისი მიწოდება, მიტანა, მაგალითად, რაიონულ დონეზე, გართულდება, ამდენად. ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჰოსპიტლები შეირჩა ამისთვის და მიმდინარეობს პერსონალის მომზადება. როდესაც უკვე გადავალთ 2-დან 8-გრადუსიან ვაქცინებზე, ეს მეტად მიუaხლოვდება რუტინული იმუნიზაციის ქსელს, რაც არის აწყობილი როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ დონეზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner