logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ კიდევ 2 ობიექტი გადასცა
- +

21 იანვარი. 2021. 14:23

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის" ობიექტების გადაცემის პროცედურული ნაწილი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV ავრცელებს.

 

გადასაცემი ობიექტების ნუსხაში არსებული ბოლო 2 ობიექტი ფონდს 18 თებერვალს გადაეცა. ესენია: კომპლექსი დაბა ბაკურიანში (ქონების ფართი - 7 625 კვ.მ, მიწის ფართი – 88 801 კვ.მ) და სასტუმრო სიღნაღში (წილი 70%).

 

ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“ ქონების 95% გადასცა. მათ შორისაა 28 ობიექტი: სოლოლაკის ბიზნესცენტრი, სასტუმრო „პარაგრაფი“, „ლაგუნა ვერე“, „თაბორი რიზორთსი“, ბიზნეს დეველოპმენტი - მწვანე კონცხი, ბიზნეს დეველოპმენტი - ციხისძირი, შპს „სისაიდი ჩაქვი“, ბანკი „ქართუ“ და სხვ.

 

ფინანსური რესურსები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ კონკრეტული პირობებით გადაეცა. ყველა ობიექტი, რომელიც ფონდის ბალანსზეა, მხოლოდ ქველმოქმედებაზე იქნება მიმართული და, გასხვისების შემთხვევაში, საქმიანობის პროფილი არ შეიცვლება.

 

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ქველმოქმედებაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner