logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე
- +

21 იანვარი. 2021. 19:49

 

 

„ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მთელი რიგი მტკიცებულებები გამქრალი იყო.

 

„სტრასბურგის გადაწყვეტილება მართლა ისტორიული გადაწყვეტილებაა. საქართველომ ყველა პუნქტში მოიგო. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე. ამაზე დიდი ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში არ გადადგმულა. მთელი რიგი მტკიცებულებები იყო დაკარგული და გამქრალი, გამქრალი სწორედ წინა ხელისუფლების ძალისხმევით და თეა წულუკიანმა და მისმა გუნდმა უზარმაზარი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებები საქართველოში დაბრუნებულიყო. ყველა ადამიანი ვინც გარკვეული ინფორმაციის მომცემი იყო, მათი დაკითხვა და მათგან ინფორმაციის შეგროვება მომხდარიყო, ყველა შეგროვებული მტკიცებულება წასულიყო სტრასბურგში და იქაც მაღალ იურიდიულ დონეზე მომხდარიყო საქართველოს ინტერესების დაცვა. ამის შედეგი იყო ის, რომ საქართველომ გაიმარჯვა ყველა პუნქტში, არა მხოლოდ ცხინვალის მიმართულებით, არამედ იგივე მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებითაც. მთავარი გამარჯვება აქ ისაა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დეოკუპაციას აახლოვებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner