logo_geo
eng_logo
საქართველოს მნიშვნელოვანი გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
- +

21 იანვარი. 2021. 20:16

 

 

2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქართველოს სარჩელი და გამოიტანა განაჩენი – რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ეს ჩვენი ქვეყნისათვის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი წარმატებაა.

 

კიდევ ერთხელ საყოველთაოდ დადასტურდა, რომ აგვისტოში რუსეთმა გამოიყენა ეფექტიანი კონტროლის აგრესიული მექანიზმი, რომელიც, ამავდროულად, ევროპული სასამართლოს სტანდარტით ოკუპაციის სამართლებრივი შეფასებაცაა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ამ უსამართლო ომის ერთ-ერთი მსხვერპლია, მადლობას უხდის ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით, იუსტიციის სამინისტროს, დიპლომატებს, საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიულ მეგობრებსა და პარტნიორებს. გვჯერა, რომ, ეს არის სრულიად საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად, მნიშნვნელოვანი წარმატება და დასტური, რომ ომის დანაშაულის მონაწილენი არ არიან ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხები და ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთიანი სახელმწიფოს შექმნის საერთაშორისო-სამართლებრივ საფუძველს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner