logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა
- +

21 იანვარი. 2021. 20:25

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და მას საქართველოს გამარჯვებად აფასებს.

 

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ TWITTER- ში დაწერა.

 

„საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, 2008 წლის ომიდან 12 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა“ , – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

 

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner