logo_geo
eng_logo
21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე ძალაში დარჩება
- +

22 იანვარი. 2021. 13:58

 

1 მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. ამის შესახებ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.

 

„უნდა აღვნიშნო, რომ პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

 

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

 

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner