logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: დაგუგლეთ და ნახეთ ევროპაში სად არის საბაგირო გზა გახსნილი
- +

22 იანვარი. 2021. 20:09

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის წამყვან სათხილამურო კურორტების ქვეყნებში საბაგირო გზები არ არის გახსნილი, ამიტომ შეზღუდვა არ უნდა მოიხსნას საქართველოშიც.

 

„რატომ უნდა დაიშვას გამონაკლისი? ევროპაში ყველაზე ცნობილი მთის კურორტების მქონე ქვეყნები რომლებია? საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ჩეხეთი, შვეიცარია, გერმანია. აბა, მითხარით, დაგუგლეთ და ნახეთ, რომელიმე ყველაზე ცნობილ ზამთრის კურორტების მქონე ქვეყნებში საბაგირო გზები გახსნილია თუ არა?

 

ერთადერთი გასხნილია ავსტრიაში მხოლოდ ადგილობრივებისთვის და არა უცხოელი ტურისტებისთვის, ამავე დროს, იქ სასტუმროები არ არის გახსნილი, რომ ადგილი არ ჰქონდეს დიდ შეკრებებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

 

ინფორმაციისთვის, მთავრობამ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ზამთრის კურორტების მუშაობა აკრძალული დარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner