logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 892 ადამიანი გამოჯანმრთელდა
- +

23 იანვარი. 2021. 10:58

 

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 629, გარდაიცვალა კი 3038 პაციენტი.

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner