logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა
- +

23 იანვარი. 2021. 11:04

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 451 ადამიანს ჩაუტარდა.

 

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 134 პაციენტია მოთავსებული. 35 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 48 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

 

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 37 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 20, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 20 პაციენტი, საველე სამხედრო ჰოსპიტალში კი - 61.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 096 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 157 პაციენტი, 8 943 კი - გამოჯანმრთელდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner