logo_geo
eng_logo
EURACTIV: ევროკავშირი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრად განიხილავს, თუმცა, ეს თბილისს ხელს არ უშლის, მიზნად დაისახოს სრული წევრობა
- +

24 იანვარი. 2021. 11:26

 

 

„2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის განსამტკიცებლად, საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვია“, - სტატიას ამ სათაურით გამოცემა EURACTIV აქვეყნებს.

 

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21-22 იანვარს ეწვია სამივე ევროპულ ინსტიტუტს იმისთვის, რომ განამტკიცოს 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა. მისი ვიზიტი მოჰყვა ქვეყნის ახალი მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ იმის დადასტურებას, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია თბილისის მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საქართველოს მმართველი პარტიის მილიარდერი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გაიმართა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერის მქონე ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანია. „ჩვენ ვცდილობთ დეოკუპაციასა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. ამასთან, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას. საქართველო ემზადება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის”, - დაწერა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ Twitter- ზე. ევროკავშირი საქართველოს ნაკლებად ამბიციურ ფორმატში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრად განიხილავს, თუმცა, ეს თბილისს ხელს არ უშლის, მიზნად დაისახოს სრული წევრობა“, - წერს გამოცემა.

 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა ინიციატივით და საქართველოს მთავრობის შეთანხმებით, საქართველოში ევროპული სკოლა დაარსდა. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპული სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაარსდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner