logo_geo
eng_logo
მარტვილის ეპარქიაში კორონავირუსი სამ ღვთისმსახურს დაუდასტურდა
- +

24 იანვარი. 2021. 18:16

 

 

PCR-კვლევის შედეგად კორონავირუსი ჭყონდიდის ეპარქიის კიდევ სამ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

 

არსებული ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა მეუფე გრიგოლის რეზიდენციაში.

 

„კორონავირუსი დაუდასტურდა დედაოს, რომელიც მეუფე გრიგოლთან რეზიდენციაში მსახურობს. ასევე ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა მარტვილის მამათა მონასტერში, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ ბერს დადასტურდა, მესამე ინფიცირებული კი სტიქაროსანია.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეუფე გრიგოლი თვითიზოლაციაში იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც მან განაცხადა, მას კორონავირუსის არანაირი სიპტომები არ გააჩნია.

 

„არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან დაინფიცირებულებთან კავშირი არ მქონია. ეპარქიაში ყოველ კვირას ტარდება ტესტირება. ასე რომ, ჩვენთან ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად არის“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

წყარო: https://primetime.ge/martvilis-eparqiashi-koronavirusi-religiis-sam-msakhurs-daudasturda/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner