logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებულ „საპროტესტო სეირნობაზე“: არავინ მისცეს თავს უფლება კანონზე მაღლა დადგეს
- +

24 იანვარი. 2021. 20:11

 

მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყურადღების მიქცევა კანონის დარღვევის გზით მიუღებელია. პარლამენტის წევრი ყველას მოუწოდებს არ მისცენ თავს უფლება დადგნენ კანონზე მაღლა.

 

„უნდა დავგმოთ ასე ვთქვათ ხელმოცარული ადამიანების მხრიდან მცდელობა, რომ ყურადღება მიიქციონ კანონდარღვევის ჩადენის გზით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც დაფუძნებულია ქართული საზოგადოება. კანონდარღვევა, კანონშეუსაბამო ქცევა - ეს არ არის ის, რაც მოსაწონი უნდა იყოს საზოგადოებაში. პროტესტის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ მანამ ვიდრე ეს მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. შესაბამისად, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ მისცეს თავს უფლება, რომ დადგეს კანონზე მაღლა. წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. უმთავრესი და უძირითადესი ღირებულება. შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. არცერთი მოტივაციის გზით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა დღეს დააანონსეს, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობას გამართავენ, რითაც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დემონსტრაციულად დაარღვევენ.

 

https://imedinews.ge/ge/politika/183089/mikheil-sarjveladze-natsmodzraobis-mier-daanonsebul-saprotesto-seirnobaze-aravin-mistses-tavs-upleba-kanonze-magla-dadges

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner