logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: ივერი მელაშვილმა უკანონოდ გაცემული ბრძანების შესაბამისად ხაზი გაავლო ისე, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარის კუთვნილება
- +

24 იანვარი. 2021. 21:55

 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, როგორც ექსპერტები და როგორც კარტოგრაფიული მიმართულების წამყვანი სპეციალისტები კომისიის ფორმატში, ვალდებული იყვნენ გამოეყენებინათ ის დოკუმენტები, რომლებიც მათ ხელთ გააჩნდათ. საუბარია ავთენტურ რუკაზე, რომელიც ასახავს მდგომარეობას 1938 წელს და რომლის თანახმადაც, დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია, - ამის შესახებ დავით-გარეჯის საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

„მიუხედავად ამისა, როგორც ივერი მელაშვილი ჩანაწერში საუბრობს, მან უკანონოდ გაცემული ბრძანების შესაბამისად ფაქტობრივად ხაზი გაავლო იმ ფორმით, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარის კუთვნილება“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ ხორბალაძე ჩიჩხიტურის მონაკვეთის რუკას და იმ ტერიტორიას გვიჩვენებს, რომელიც საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. იხსენებს, რომ შეკითხვები სამუშაო პროცესში ჩართვისთანავე გაუჩნდა და ამ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ დასმულმა კითხვებმა ივერი მელაშვილი გააღიზიანა.

 

„ბატონი ივერის პასუხები იყო გაურკვეველი. თქვენ არ გესმით, მე აგიხსნით, თქვენ ვერ ერკვევით ამაში. ეს შეთანხმებები ყველაფერი ხდებოდა ქვეყნის ინტერესების იგნორირებით. თან ძალიან კარგად იცოდა, თვითონვე დაადასტურა ჩანაწერში, რომ არ მინდოდაო და მოაწერა. რომ არ უნდოდა და მოაწერა, ამას თვითონ უნდა გასცეს პასუხი“, - ამბობს ხორბალაძე.

 

https://imedinews.ge/ge/samartali/183095/amiran-guluashvili-iveri-melashvilma-ukanonod-gatsemuli-brdzanebis-shesabamisad-khazi-gaavlo-ise-rom-chichkhituris-mimdebare-teritoria-agmochnda-azerbaijanuli-mkharis-kutvnileba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner