იუსტიციის მინისტრი სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაიმე დანაშაულის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, უწყება მზად არის ეს გაიზიაროს.
„ჩვენ პატივს ვცემთ სახალხო დამცველს და აუცილებელია მისი მანდატის ხელშეწყობა. მას აქვს მონიტორინგის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, მაგრამ ამასთანავე არის რეალობა, რომელსაც სჭირდება შეფასება. მას აქვს ინსტრუმენტები. თუ მას აქვს ფაქტები და ეს რაიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მზად ვართ ყოველთვის გავიზიაროთ ის, რასაც გააჩნია საფუძველი, თუ ეს ეყრდნობა ფაქტებს“, - ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე.