ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას ეხმიანება. მისი შეფასებით, ივანიშვილმა პოზიტივი დატოვა, ახლა კი ყველაფერი ახალგაზრდების ხელშია.
ბიზნესმენი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მთავარ მონაპოვრად, ადამიანებისა და ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლებას მიიჩნევს.
„წინა მთავრობამ რაღაც სიკეთეები გააკეთა, მაგრამ თავადაც დაადასტურეს, რომ ინდივიდი იყო უარყოფილი, რაც სტალინს და ბერიას არ აპატია კაცობრიობამ. ამ 8 წლის განმავლობაში იყო პლუსებიც და მინუსებიც. შესაძლებლობები მეტი იყო. ის, რაც პოლიტიკაში ახლა ხდება, ჩემთვის მიუღებელია. კონსოლიდაციაა უმთავრესი ის, რომ პოლარიზებული არ იყოს ერი და ჩემი პატარა ქვეყანა არ იყოს ასე დაპირისპირებული“,– აცხადებს ბიზნესმენი.