logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძე: შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა გამოიწვევს პაციენტების რაოდენობის დრამატულ მატებას
- +

25 იანვარი. 2021. 12:51

 

 

სპეციალისტების ნაწილი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნას არ ეთანხმება. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ეს ინფიცირებული პაციენტების დრამატულ ზრდას გამოიწვევს, რასაც, მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს.

 

„შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა გამოიწვევს პაციენტების რაოდენობის ისეთივე დრამატულ მატებას, როგორიც გვქონდა ჩვენ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერსა და დეკემბერში. იცით, რომ ამას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა და ძალიან ბევრი სიმძიმე, გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა და ა.შ. ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებთ ვერც მედიკოსები, ვერც სისტემა, ალბათ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner