logo_geo
eng_logo
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“
- +

25 იანვარი. 2021. 13:03

 

 

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს. კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები ასე გადანაწილდა:

 

„ქართული ოცნება“ - 31%;

 

არცერთი პარტია - 25%;

 

უარი პასუხზე - 24%;

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5%;

 

არ ვიცი - 5%;

 

სხვა პარტიები - 9%.

 

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner