რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს იმ მექანიზმის მიღებას, რომლითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს.
ამის შესახებ განცხადება ბოგდან აურესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„რუმინეთი მხარს უჭერს იმ მექანიზმის მიღებას, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის მიერ მიწოდებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ევროკავშირი ვერ იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი, თუ მისი მეზობლები არ იქნებიან დაცულები და ჯანმრთელები“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.