logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: ოპოზიცია ძალების მოსინჯვას ცდილობს, რაც შედეგს ვერ გამოიღებს
- +

25 იანვარი. 2021. 14:35

 

 

პოლიტოლოგ ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით გამართული აქციებით, ოპოზიცია ძალების მოსინჯვას ცდილობს.

 

როგორც მეტრეველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოწოდებები არსებული შეზღუდვების დაუმორჩილებლობისკენ, პარტიული მცდელობებია, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს.

 

„ოპოზიციის საბოლოო დღის წესრიგი არის ის, რომ გაზაფხულზე შექმნან ისეთი მასობრივი საზოგადოებრივი მღელვარება, რომ ხელისუფლებას დაანიშნინონ ვადამდელი არჩევნები ან რევოლუციური სცენარით წაიყვანონ პროცესი. სავარაუდოდ, ეს ერთგვარი მოთელვაა და ძალების მოსინჯვაა. ხალხის გუშინდელ აქტივობას და რაოდენობას თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, კარგ შედეგებს ისინი არც გაზაფხულზე არ უნდა ელოდონ. დღეს საზოგადოება განვითარებულია და ხვდება, რომ არჩევნებით შეიძლება შედეგის მიღწევა. შესაბამისად, ქუჩაში ამიტომ არ არის მუხტი. მე მახსოვს 2012 წლამდე ქუჩაში რა მასშტაბის აქციები ტარდებოდა საქართველოში, 200-300 ათასი ადამიანი გამოდიოდა. ნებისმიერ საშუალო ზომის ქალაქშიც კი შეეძლო „ქართულ ოცნებას“ 50 000 კაცის გამოყვანა. ახლა მთლიანად 40 პარტიას 5000 კაცის გამოყვანაც უჭირს. მე ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის პროტესტს პატივს ვცემ, მაგრამ ჯერჯერობით ეკლექტურ ოპოზიციაში არ არის იმის ნიშნები, რომ ისინი გაზაფხულზე მრავალათასიან აქციებს მოაწყობენ“, – განაცხადა მეტრეველმა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებაში დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებს მხარდაჭერა არ ექნება.

 

„არცერთი კვლევით არ იკვეთება, რომ ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილება იყოს ხელისუფლების მიმართ. ყველას ესმის პრობლემის სირთულე და ორი თავი არავის არ აქვს. ასეთ დროს ჯანმრთელობის გარისკვა არავის უნდა. ეს არის პარტიული მცდელობა და მოწოდებები, რომლებიც ფართო საზოგადოების ნაწილში მხარდაჭერას არ მოიპოვებს. არავინ დაიწყებს დაუმორჩილებლობის მასობრივ აქტებს ქვეყანაში, გამორიცხულია“, – განაცხადა მეტრეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner