logo_geo
eng_logo
სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
- +

25 იანვარი. 2021. 14:57

 

 

სოფელ  იგოეთში შპს „ხარისხი“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას  აგრძელებს.

 

საბავშვო ბაღი  50 აღსაზრდელზე შენდება და სრულად აკმაყოფილებს   სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კეთილმოწყობილ შენობაში აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და  მომსახურე პერსონალს ყველა პირობა ექნებათ,  ამასთან  კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზოც.

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ფინანსდება და მასზე 696 326 ლარი იხარჯება.

 

სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს,  სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ იგოეთისა და მრგვალი ჭალის აღსაზრდელებს ახალი, სრულად აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner