logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი
- +

27 იანვარი. 2021. 11:00

 

 

საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 007 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 627, „პისიარ“ ტესტით – 7 380.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 255 564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 245 527 გამოჯანმრთელდა, 3 108 კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 497, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 842 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 347 პირი.

 

ამასთან, 26 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner