ფარმაცევტული კომპანია„ Astrazeneca“ აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. ამის შესახებ BBC წერს.
კომპანიის გენერალური დირექტორის, პასკალ სორიოს თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა, წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.