logo_geo
eng_logo
სკანდალური ქადაგების გამო დეკანოზ თადეოზს პასუხისმგებლობა დაეკისრება
- +

27 იანვარი. 2021. 11:22

 

 

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალურ ქადაგებას ეხმაურება. განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

მეუფე დეკანოზის ქადაგებას სახარების სწავლებასთან შეუსაბამოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეპარქია უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას.

 

„მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

 

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას“, – აცხადებს მეუფე დანიელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner