logo_geo
eng_logo
დეკანოზი თადეოზის მორიგი სკანდალური განცხადება - „ჩვენს ხელისუფლებაში არ შეიძლება სომეხი და ებრაელი“
- +

27 იანვარი. 2021. 15:47

 

 

დეკანოზი თადეოზი, რომელიც სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა, ამჯერად ანტისემიტიზმს ქადაგებს.

 

„ჩვენს ხელისუფლებაში არ შეიძლება სომეხი და ებრაელი. ზუსტად, სამივეს ხელში ვართ ახლა და გაგუდული ვართ. ეს, რაც შეეხება სულიერ მხარეს, ამაზე ბევრი შეიძლება რომ ვისაუბროთ.

 

ეს ფული, 85% ლოზინსკისთან მიდის, იმას კიდევ მიაქვს მასონებში. 15% რჩება და იქ კიდევ შავ ფულად არის გადაკეთებული. იარაღი არ გვაქვს, შეუიარაღებელი ვართ და კიდევ რუსეთზე გვატაკებენ. რუსეთი არაფერ შუაში არ არის. ბევრჯერ აგიხსენით და კიდევ ერთხელ გეტყვით – ეს ხალხშიც უნდა თქვათ, ჩვენ მოსკოვიდან გვებრძვის ლავროვი და მისი სომხური ბანდა. ევროპიდან ჩვენ გვებრძვის, ევროპამ საერთოდ არ იცის, კაცო, საქართველო. 500 000 – 600 000 კაციანი, მილიონერი სომხები. ამერიკამ რა იცის? რომ უთხრა რუკაზე, ვერ გააგებინებ. ამერიკაშიც არიან მილიონერი სომხები.

 

რატომ გვებრძვის, აგიხსენით – ეს სამეული აპირებს და უკვე მიაღწიეს, რომ საქართველო [იყოს] ქართველების გარეშე. აფხაზეთის ტერიტორია ჩვენი იყო, ბალშაია არმენიას ვიბრუნებთო. როგორც იცით 2011 წელს სააკიანს უნდოდა აჭარა ჩაებარებინა, აჭარული ხასიათი ვერ გაითვალა, 42 000 თურქი შემოიყვანა და 10 000 სომეხი ჩაჭრა აქ, უნდა დატაკებულიყო. მადლობა ღმერთს, აჭარლებმა, მუსლიმებსაც მადლობას ვეტყვი და ქრისტიანებსაც, რომ არ დაეჯახნენ ერთმანეთს. ეს სომხური ვეშაპი გააგდეს ვითომ და ახლა ებრაული დაგვაყენეს – ორივემ ერთად გადაგვჭიმეს კისერზე.

 

დღეს პატივს სცემს პუტინი ჩვენს პატრიარქს. არც ის არის დასამალი, რატომ დააყენა მეუფე შიო – ორიენტირება აქვს სწორი და იმიტომ, არა ევროპისკენ და მშიშარა ხალხისკენ.

 

[…] რა არის ჩეჩნეთი? ერთი გროზნო. მაგრამ ეს კაცი, გლეხი, უბრალო კაცი, კადიროვი, უზომოდ შეყვარებულია თავის ერზე“, – თქვა დეკანოზმა თადეოზმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner