logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: მთავრობამ ვაქცინის შემოსატანად თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა
- +

27 იანვარი. 2021. 17:45

 

 

„მთავრობა COVID19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესში თანმიმდევრულია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

ამასთან, დღეს პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

 

„სადავო იყო, რატომ არ ჩაიწერა შესაბამის დოკუმენტში ვაქცინის დასახელება, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი პარამეტრია ვაქცინის შემოტანისას ტემპერატურული რეჟიმი, ესაა ლოჯისტიკური გამოწვევების თემა, მეორეა, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა და ამისთვისაა სტანდარტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღიარება ან შესაბამისად მკაცრი მარეგულირებლების - აშშ, ინგლისი, იაპონია და ა.შ. მესამე ნაბიჯია, თუ როდის დაიწყება ვაქცინის შემოტანა.ამ მიმართულებით, მთავრობის მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია. ეს პროცესი დაიწყება მას შემდეგ, როგორც კი პირველი ვაქცინა ფიზიკურად მოხდება კოვაქსის პლატფორმაზე და მოხდება მისი ტრანსპორტირება ყველა ქვეყანაში“, - აღნიშნა ზოიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner