logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა!
- +

23 თებერვალი. 2021. 11:40

 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„როდესაც აცხადებ თავს კანონგარეშედ და როცა ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და ინსტიტუტებზე თავდასხმა ნორმალურია და ამას გამოხატვის თავისუფლებად ასაღებ, ნებისმიერ სამართლებრივ ქვეყნაში პასუხი არის ის, რაც მოხდა აქ. ესაა კანონის აღსრულება. მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ გამჭვირვალედ ჩაატარეს დაკავება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner