logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არავის დაჭერა კარგი და მშვიდობის მომტანი არ არის - სხვა გზა არ დარჩა არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს, სხვა მიმართულებით ემოქმედათ
- +

23 თებერვალი. 2021. 14:29

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოში ვინმეს დაკავება მშვიდობის მომტანი არ არის, მაგრამ არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს სხვა მიმართულებით მოქმედების საშუალება არ ჰქონდათ.

 

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციამ მოახერხა და პროცესები სამართლებრივი ფორმიდან პოლიტიკურ ფორმატში გადაიყვანა.

 

„ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ასევე მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ მიმდინარეობდა ინტენსიური მცდელობა სამართლებრივი ფორმიდან პროცესები გადაეყვანათ პოლიტიკურ ფორმატში. უნდა აღვნიშნო, რომ ამას მიაღწიეს! შემდეგი ნაბიჯი იყო, თუ როგორ არ და ვერ მოქმედებს და ჩამოშლილია სახელმწიფო, როდესაც საკითხი ეხება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას. არავის დაჭერა, არავის დაკავება საქართველოში, რასაკვირველია, კარგი და მშვიდობის მომტანი არ არის. სხვა გზა არ დარჩა არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს სხვა მიმართულებით ემოქმედათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner